ერისთავის თეატრმა ყველა თანამშრომელი და სახელფასო ფონდი შეინარჩუნა

საქართველოს თეატრების დიდი უმეტესობა განვითარებული მოვლენების გამო იძულებული გახდა 10%-ით შეემცირებინა სახელფასო ფონდი ან ადამიანური რესურსი.

ამ მოცემულობაში ერისთავის თეატრის ფინანსური სურათი 2017 წლსი დასაწყისში ასე გამოიყურებლდა: თეატრს მოემატა ბიუჯეტი, მაგრამ არა სახელფასო ფონდი და დამატებით სახელფასო ფონდს დააკლდა 10%.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების  შედეგად თეატრს მიეცა საშუალება რაციონალურად გადაენაწილა თანხები, რამაც მოგვცა საშუალება:

1.     შეგვენარჩუნებინა თანამშრომლები.

2.     არცერთ თანამშრომელს (გარდა სამხატვრო ხელმძღვანელისა) არ დაკლებია ხელფასი.

3.     თეატრის შემოქმედებით და ტექნიკურ კოლექტივს დაუბრუნდა დაკლებული 10%.

4.     მოხდა შემოქმედებით კოლექტივის ხელფასების მატება.

განხორციელებული ნაბიჯების შედეგად ერისთავის თეატრის მსახიობების ხელფასი თითქმის გაუტოლდა საქართველოს თეატრებში არსებულ სახელფასო ნიშნულს.

ქმედებები, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ადმინისტრაციამ განახორციელა საშუალებას გვაძლევს  განვარგძოთ  მუშაობა და შევინარჩუნოთ შემოქმედებითი ხარისხი.

AdWise Wise Advertising
Gori City Hall
Liberty Bank
Reg Art