მარშალ დე ფანტიე სტუმრად ერისთავში

დიახ, საზაფხულის თეატრალური საღამოები გრძელდება. რეზო გაბრიძის მარიონეტების თეატრი 9 ივლისს, 19:00 საათზე ერისთავის თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლს "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტს" წარმოადგენს.
წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებული აღმოჩნდა. კომედიის ფესტივალის ფარგლებში, ერისთავის თეატრს პირველად ესტუმრნენ უცხოური დასები, რამოდენიმე ქართული დასი და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსთაველის თეატრმა გამართა წარმოდგენა.
ჩვენი ქალაქის მაყურებლისთვის გაბრიაძის თეატრის სტუმრობა დიდი საჩუქარია. თეატრის, რომელსაც ქართულ და საერთაშორისო თეატრალურ რუქაზე განსაკუთრებული ადგილი უკავია.


„ეს იყო რუსთაველის თეატრის თხოვნა. პიესა მთლიანად აგებულია თბილის ქალაქურ ფოლკლორზე. მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა პარიზში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა. ეს ნამდვილი ბუფონადაა სირცხვილისა და მორიდების გარეშე. პიესას ხშირად დგამენ თეატრალურ ინსტიტუტებში, უყვართ სკოლის უფროსკლასელებსაც, რადგანაც გმირები ასე ხელშესახები და ბრწყინვალები არიან…“
რეზო გაბრიაძე



პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძე
თოჯინების მხატვარი – თენგიზ მირზაშვილი, რეზო გაბრიაძე

როლებს ახმოვანებენ:
თავადი – ეროსი მანჯგალაძე
ხეჩო – რამაზ ჩხიკვაძე
თეკლა – ვერიკო ანჯაფარიძე
ხანუმა – სალომე ყანჩელი
ქეთო – მედეა ჯაფარიძე
კოტე – იმერ კავსაძე
ფოსტალიონი – რუსლან მიქაბერიძე
მარკიზა – ნათია კავსაძე
პლესი პიკე – ზაზა პაპუაშვილი
ზიპო – გოგა პიპინაშვილი
ვიცე – პრეზიდენტი – თემურ წიკლაური
წამყვანი – ოთარ ბაღათურია
მადამ გალიფე – ნინო არსენიშვილი
ეიფელი – კახა გოგიძე
პორფილე – გია აბესალაშვილი
აგრეთვე: მერაბ სიჭინავა, ზურაბ ცისკარიძე, ამირან ბუაძე

 

ანიმატორები:
თამარ ამირეჯიბი, ანა ნიჟარაძე, ნინო საჯაია, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, ვლადიმერ მელცერი, გიორგი გიორგობიანი

თოჯინების და კოსტუმების შემსრულებლები:

თამარ კობახიძე, ანა სოხაშვილი, მაკა პაჩკორია, ნანა ჭეჟია, თამარ ზუმბაძე

თეატრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის დახმარებისთვის ლორა ვერნიცკაიას

AdWise Wise Advertising
Gori City Hall
Liberty Bank
Reg Art